Sunday 4 November 2012

ჩემი ბავშვობა

პროექტი:  ჩემი ბავშვობა;
პროექტის მთავარი იდეა: ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნონ თავიანთი ბავშვობის შესახებ;
პროექტის აქტუალობა: ტრენინგის მონაწილეები კარგად გაიცნობენ ერთმანეთს;
პროექტის მიზნები: პროექტის მონაწილეებს მომავალში გაუადვილდეთ საკუთარ პროექტებზე მუშაობა;
მონაწილეთა ასაკი:  საჯარო სკოლებში მიმდინარე ისტ ტრენინგების მონაწილე პედაგოგები;
ვადები:   4 დღე;
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი ტრენიგის მონაწილეთა ჩანაწერებით;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტის მონაწილის ბავშვობის სურათი, კომპიუტერი, ინტერნეტი,  პროგრამა MS Word;
პროექტის მსვლელობა: პროექტის მონაწილეები საკუთარი ბავშვობიდან იხსენებენ მათთვის და საზოგადოებისათვის საინტერესო ფაქტებს და ამ ინფორმაციას  ბავშვობის სურათებთან ერთად განათავსებენ ბლოგზე;
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პირდაპირ კავშირშია ისტ ტრენინგის კურსთან;
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ჯოხაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: treningi09@gmail.com
პროექტის ბლოგი:http://bavshvoba.blogspot.com/

ჟანა ბერუაშვილი


მე ჟანა ბერუაშვილ დავიბადე 1968 წლის 27 აპრილს . ჩემს დედიკოს ერქვა ლილი  მამიკოს - ნოდარი , სამწუხაროდ და-ძმა არა მყავს , რაზედაც სულვსაყვედურობდი  ჩემს საყვარელ მშობლებს.
      ბავშვობა ლამაზი და საინტერესო მქონდა.ვიყავი ჭკვიანი,დამჯერი,ნიჭიერი.ხუთი წლიდან დავდიოდი ცეკვისა და მუსიკის წრეებზე.მიყვარდა ექიმობანას თამაში ,თუმცა კბილის ამოღების შემდეგ ,შემეშინდა და გადავიფიქრე.გამიადვილდა მასწავლებლობანას თამაში და გავხდი კიდევაც....ბავშვობიდან დღემდე საქართველოს კუთხე -კუნჭული მოვიარე ვისვენებდით ვერთობოდით,და ა..ს,,
   სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარეპედაგოგიურ უნივერსიტეტში , დავოჯახდი, დავამთავრე წარმატებით,სამსახური იმ წელსვე დავიწყე და დღემდე ვარერთგული მასწავლებელი .მიყვარს ჩემი სკოლა და მოსწავლეები, დედისა და მამის პროფესია გენეტიკურად მერგო.
მყავს ორი შვილი მერი  და ნოდარი .მერის 2 შვილი ჰყავს,ნოდარი  კი  საავიაციო ინსტიტუტის 4 კურსის სტუდენტია ,ჩემი მეუღლე პროფეესიით ხელოვანია,
       ოჯახი ჩემთვის ბედნიერებაა... ბავშვობიდან დღემდე ამ დევიზით ვცხოვრობ......

julieta


      ჯულიეტა მურვანიძე დავიბადე ქ. ქუთაისში 4 ივნისს 1954 წელს.ბავშვობა გავატარე მდინარე რიონის სანაპიროზე. ჩემისახლ გადაჰყურებდა თეთრ ხიდს რომელსაც უკავშირდებაძალიან ტკბილი მოგონებები.ბავშვობაში მიყვარდა თოჯინებით თამაში. ჩემს თოჯინებს არავის ვაძლევდი რის გამოც ხშირად მხვდებოდა. როცა ამ სურათს ვუყურებ მახსენდება სიტყვები' ეხ, წუთით მაინც და ბრუნდებოდეს ეს მსვენიერი ბავშვობის  წლები''.
    დაე მუდამ იყოს მზე 'დაე მუდამ იყოს მთვარე, დაე მუდამ ვიყოთ ჩვენ.
 ანა ბანა ანა ბანა ვის აქვს კაბა ჩემისთანა?...

ნონა მინდიაშვილი

დავიბადე 1980წ. 18 სექტემბერს ქალაქ. გორში, მქონდა ძალიან ლამაზი ბავშვობა  ოქროსფერი გრძელი თმა, რომლითაც ვამაყოფდი თურმე .ძალიან მინდოდა რომ მყოლოდა დაიკო, მაგრამ ეს ოცნება არ ამისრულეს ჩემმა მშობლებმა, მიყვარდა ძალიან დედობანას და მასწავლებლობანას თამაში. ვყოფილვარ ძალიან მტირალა და თავნება ძალიან მყვარებია ყვავილები, დედა ტირილის დროს ყვავილების კრეფით მაჩერებდა. დედის გადმოცემით ასე ვიცი.ბავშობიდანვე მეთყობოდა რომ მიყვარდა ბუნება, და ამჟამად ვარ ბიოლოგი ძალიან მიყვარს სამყაროში ცოცხალ სხვა და სხვა ორგანიზმებთან ურთიერთობა.მიყვარს როცა მახსენდება ჩემი ბავშობის ლამაზი წლები.

ნინო წაველიძე

   დავიბადე 1955 წლის 25 მარტს ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში. ყველაზე მნიშვნელოვანი დღე რომელიც ჩემს ბავშვობაში ძალიან კარგად მახსოვს იყო სკოლაში წასვლის პირველი დღე. 1962 წლის პირველი სექტემბერი.  ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ცხოვრებაში. სკოლა იყო რვაწლიანი და დავმთავრე 1970 წელს. ყველა საგანში ფრიადებით. შემდეგ სწავლა გავაგრძელე ქ. გორის მე-9 საშუალო სკოლაში და დავამთავრე წარმატებით. 

გამეზარდასვილი ჯანიკო

მე ჯანიკო გამეზარდაშვილი დავიბადე თერჯოლაში 1969 წელს.დავამთავრე ახალთერჯოლის საშუალო სკოლა.დღესდღეობით ვცხოვრობ ქარელის რაიონში ქვემო ხვედურეთში, ვმუშაობ ქვემო ხვედურეთის
  სკოლაში დაწყებითის მასწავლებლად    
ჰეი,ბავშვობის დღეები დაბრუნდებოდეს ნეტავი......
ეჰ, რა იქნება  ხელახლა დაიწყებოდეს თავიდან
,რაც დროის დენამ შელახა
რაც დროსთან ერთად წავიდა..

ევგენია ხორბალაძე

დავიბადე  1979წლის 31 იანვარს.ჩემი დაბადება  ყველაზე  ძალიან  გაეხარდა  ბებიას, რადგან მისი სახელი დამარქვეს.ამჟამად მყავს მეუღლე  , და ორი  ლამაზი  გოგონა , რომლებსაც   ყოველთვის ვენატრები.